დემოკრატიული, ნაწილობრივ დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნები

 მწვანე ფერით აღნიშნულია დემოკრატიული ქვეყნები;
 ყვითელი ფერით - ნაწილობრივ დემოკრატიული ქვეყნები;
 იისფერით - არადემოკრატიული ქვეყნები.
2009 წლის კვლევის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაცია „თავისუფლების სახლის“ (Freedom House-ის) მონაცემებით, მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის მიხედვით, ქვეყნები სამ ძირითად კატეგორიად ერთიანდებიან: დემოკრატიულ ქვეყნებად, ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებად და არადემოკრატიულ ქვეყნებად. რუკაზე სწორედ ამ სისტემის მიხედვითაა გადანაწილებული ქვეყნები.

21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი დემოკრატიული და ნაწილობრივ დემოკრატიულია. თითქმის ყველა ევროპული საზოგადოება დემოკრატიულად ითვლება, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დემოკრატიული ღირებულება დაცულია; ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებში იგულისხმება ქვეყნები, სადაც ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები შეზღუდულია.

No comments:

Post a Comment